მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1783877073
მე ძალიან ვამაყობ რომ აქ ვიმყოფები. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გვწამს საქართველოს ზრდის პოტენციალის, იგივე სტრატეგია, იგივე ხედვა გვაქვს ქვეყნის განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ TAV Airports-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ მერეიდემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის ოფიციალური დაწყების ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ძალიან ეფექტურად იზრდება და ყველაფერს აკეთებენ, რომ კომპანიის ინტერესები ქვეყნის განვითარების პოტენციალს და პოლიტიკას დაამთხვიონ.
"მე ძალიან ვამაყობ რომ აქ ვიმყოფები. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გვწამს საქართველოს ზრდის პოტენციალის, იგივე სტრატეგია, იგივე ხედვა გვაქვს ქვეყნის განვითარების მიმართულებით. საქართველო ძალიან ეფექტურად იზრდება, სწრაფად იზრდება და როდესაც ჩვენი კომპანიის ინტერესებს წარმოვადგენთ, ყველაფერს ვცდილობთ რომ დავამთხვიოთ ქვეყნის განვითარების პოტენციალს და პოლიტიკას. ჩვენ არ გვინდა რომ რაიმე შანსი გავუშვათ ხელიდან. და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო ჩვენი თანამშრომლობის. არ მავიწყდება 2021 წლის მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზე და განვითარებაზე ვმუშაობდით და ამ ჯგუფის ფარგლებში მიუხედავად კოვიდისა და იმისა, რომ იმ პერიოდში ინვესტიცია იყო სრული სიგიჟე ჩვენ მაინც შევძელით ამ პოტენციალის ათვისება და აქ, ეხლა უკვე თბილისში, ჩვენ ვიწყებთ განვითარების და გაფართოებისთვის მზადებას. ჩვენ დავიწყეთ გაფართოება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და თუ რიცხვებს შევხედავთ, ივნისის მაჩვენებლები ძალიან სწრაფ ზრდას მოწმობს, 40 პროცენტი იყო ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის და ამ გამოწვევის, ამ შესაძლებლობის ათვისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება, სწორედ ამიტომ ვართ აქ, ძალიან ვამაყობთ ამ პარტნიორობით", - აცხადებს TAV Airports-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ მერეიდე.