1754139128
"დრიფტისთვის" ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება

ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.
შესაბამისი ცვლილებები – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევის, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.