დონალდ ტრამპი: მე საშინელი ვიდეო ვნახე უკრაინელი ლტოლვილის შესახებ, რომელსაც ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი დაესხა თავს - ამ უდანაშაულო ქალის სისხლი იმ დემოკრატების ხელებზეა, რომლებიც უარს ამბობენ ცუდი ადამიანების ციხეში ჩასმაზე

დონალდ ტრამპი

 ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში, უკრაინელი ლტოლვილი ქალის მკვლელობას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„მე საშინელი ვიდეო ვნახე ლამაზი, ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილის შესახებ, რომელიც ამერიკაში უკრაინაში სასტიკი ომისგან თავის დასაღწევად ჩამოვიდა და უბრალოდ მგზავრობდა მეტროთი, შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც მას ჩასაფრებული ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი დაესხა თავს. დამნაშავე იყო ცნობილი კრიმინალი, რომელიც იანვარში, ჯამში, 14-ჯერ იყო დაპატიმრებული და შემდეგ გირაოთი გათავისუფლებული. რა ჯანდაბას აკეთებდა ის მატარებელში და ქუჩებში? ასეთი დამნაშავეები უნდა დააპატიმრონ. ამ უდანაშაულო ქალის სისხლი პირდაპირი გაგებით წვეთავს მკვლელის დანიდან და ახლა მისი სისხლი იმ დემოკრატების ხელებზეა, რომლებიც უარს ამბობენ ცუდი ადამიანების ციხეში ჩასმაზე ჩრდილოეთ კაროლინას და ყველა შტატს სჭირდება კანონი და წესრიგი და მხოლოდ რესპუბლიკელები უზრუნველყოფენ ამას“, - აცხადებს ტრამპი.