ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
მძევლები დაბრუნდნენ. რა შესანიშნავი გრძნობაა ამის თქმა. რვა თვეში რვა ომს როცა აგვარებ, ეს ნიშნავს, რომ არ მოგწონს ომი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, მისი ხასიათი მიმართულია ომების შეჩერებაზე.
„ყველას ეგონა, რომ მე ბრუტალური ვიქნებოდი. მეტიც, მახსოვს ჰილარი კლინტონი დებატებისას. მან თქვა, რომ მე ყველასთან ვიომებდი. თქვა, რომ ისეთი ხასიათი მაქვს, ომით ვარ მოცული. სინამდვილეში, ჩემი ხასიათი მიმართულია ომების შეჩერებაზე და, როგორც ჩანს, ეს გამომდის. ჩვენ არ ვაპირებთ ომში ჩაბმას, თუმცა თუ ჩავერთვებით, მოვიგებთ მას. ჩვენ არ ვიქნებით პოლიტიკურად კორექტულები. მშვიდობა ძალის მეშვეობით – სწორედ ესაა საქმე. აშშ-ს ახლა ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი და ძლევამოსილი არმია ჰყავს. ჩვენ გვაქვს შეიარაღება, რომელზეც ვერავინ იოცნებებდა. ვიმედოვნებ, არასდროს მოგვიწევს მისი გამოყენება. ჩვენ აღვადგინეთ არმია, თუმცა მე არ მომწონს გარკვეული ტიპის შეიარაღება, რადგან მათი სიძლიერე მეტისმეტად დიდია, მეტისმეტად სახიფათოა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა. ჩვენ ვამზადებთ საუკეთესო იარაღს მსოფლიოში და ბევრი გვაქვს, ის ისრაელს მივეცი. ბიბიმ იმდენჯერ დამირეკა, ხან ის იარაღი მთხოვა, ხან ეს. ზოგიერთის სახელიც არ მსმენოდა, ის აქ ჩამოვიტანეთ და თქვენ კარგად გამოიყენეთ. მათ ასევე სჭირდება ხალხი, რომლებსაც მათი კარგად გამოყენება შეუძლიათ. იმდენი და ისეთი მძლავრი იარაღი მივეცით ისრაელს, რომ ამან, საბოლოო ჯამში, მშვიდობამდე მიგვიყვანა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ქნესეთში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს და აღნიშნა მისი განსაკუთრებული როლი და უნარები მოლაპარაკებების პროცესში.
„მინდა, მადლობა გადავუხადოთ რამდენიმე დიდებულ ამერიკელ პატრიოტს მათი შეუფასებელი დახმარებისთვის იმის გაკეთებაში, რაც თითქმის ყველას აბსოლუტურად შეუძლებელი ეგონა. ბევრი ამბობდა, რომ ჩვენ უბრალოდ დროს ვფლანგავდით, თუმცა ეს ასე არ იყო, რადგან ჩვენთან ერთად ნიჭიერი ადამიანები მუშაობდნენ. ჩვენ გვყავდა ადამაინები, რომლებსაც უყვართ თქვენი ქვეყანა და უყვართ ეს რეგიონი. მათ უყვართ ახლო აღმოსავლეთი. მინდა, მადლობა გადავუხადო სტივ უიტკოფს. თქვენ იცით, რომ სტივი ჩემ მიერ იყო შერჩეული, მას ეს აქამდე არასდროს უკეთებია, თუმცა მე მის შესახებ რამდენიმე რამ ვიცოდი. ის იყო კარგი ბიზნესმენი, თუმცა გულწფელად გითხრათ, ბევრი შეანიშნავი ბიზნესმენი ვიცი. მას აქვს მომლაპარაკებლის შესანიშნავი უნარები, მაგრამ მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელსაც საკამოდ კარგად შეუძლია მოლაპარაკბების წარმოება, მიუხედაავდ იმისა, რომ ეს არის ხელოვნება. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია სტივთან მიმართებით, ის შესანიშნავი ადამიანია, ყველას უყვარს ის. მე ვიცნობ ზოგიერთ კარგ მომლაპარაკებელს, მაგრამ თქვენ არ გექნებოდათ მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, თქვენ მესამე მსოფლიო ომის პირობებში იქნებოდით ახლა ზოგიერთი ამ ადამიანით. ყველას უყვარს სტივი და პატივს სცემს მას. მე ვუწოდებ მას ჰენრი კისინჯერს, რომელიც ინფორმაციას არ ამჟღავნებს. სტივი არ გასცემს ინფორმაციას. სტივს უბრალოდ სურს საქმის შესრულება. მე მსურს იმის გაკეთება, რაც სწორია.
მოკლე ამბავს მოგიყვებით. როგორც იცით, ის მუშაობს რუსეთსა და უკრაინის ომზე, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. სირცხვილი, 7 ათას ახალგაზრდა სამხედროს კვლავენ ყოველდღე, უფრო მეტიც – გასულ კვირას. ეს სირცხვილია და არასდროს უნდა მომხდარიყო, თუმცა ეს მოხდა. ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში და მე ავიღე ჩემს თავზე ეს საშინელი ომი, რომელიც მძვინვარებს და ვფიქრობდი, რომ ის მარტივად მოგვარდებოდა. ვფიქრობდი, ეს ბევრად მარტივი გასაკეთებელი იქნებოდა, ვიდრე ის, რაც ახლა წარმატებით გავაკეთეთ ისრაელთან. მე დავგეგმე შეხვედრა მასსა და პრეზიდენტ პუტინს შორის, ვფიქრობდი, რომ ეს 15-20 წუთიანი შეხვედრა იქნებოდა. სტივს წარმოდგენა არ ჰქონდა რუსეთის შესახებ, დიდად არ ერკვეოდა პოლიტიკაში, არ იყო ძალიან დაინტერესებული. ის ნამდვილად კარგად ერკვევა უძრავ ქონებაში, თუმცა აქვს ის თვისება, რომელსაც მე ვეძებდი. მე დავგეგმე შეხვედრა პუტინთან, მე დავრეკე და ვიკითხე, თუ დაასრულა სტივმა. შეხვედრა ნახევარი საათის დაწყებული იყო. მითხრეს, რომ არა, ის კიდევ შიგნით ყო. ეს მოსკოვში ხდებოდა. მე ვთქვი, კარგი, როგორ აქვს საქმეები? არ ვიცით, სერ. ის კიდევ შიგნითაა. მე დავრეკე ერთი საათის შემდეგ და ვითხოვე სტივთან დალაპარაკება. მიპასუხეს, ის ისევ პრეზიდენტ პუტინთან იყო. ვთქვი, რომ ეს ხანგრძლივი შეხვედრაა. ერთი საათის შემდეგ დავრეკე ისევ და ის ისევ პუტინთან იყო. სამი საათის შემდეგ ის ისევ პუტინთან იყო, ხუთი საათის შემდეგ ის გამოვიდა. მე ვკითხე, რა ჯანდაბას ლაპარაკობდით ხუთი საათის განმავლობაში? მან თქვა, რომ ბევრ საინტერესო საკითხზე, მათ შორის იმაზე, რისთვისაც ჩავედი. ეს არის ნიჭი. იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებსაც გავაგზავნიდი, უბრალოდ არ მიიღებდნენ. შეხვედრის შემთხვევაშიც, ეს შეხვედრა ხუთ წუთს გაგრძელდებოდა. აი, ეს ხდება სტივთან. ყველას უყვარს ის. ის შესანიშნავი მომლაპარაკებელია, რადგან შესანიშნავი ადამიანია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.