საპენსიო ფონდი სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს
1768217479
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდიის თავდაცვა ორი ძაღლის მარხილისგან შედგება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა air force one-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, გრენლანდია შეერთებული შტატებთან თუ არ მიაღწევს შეთანხმებას, მაშინ არსებობს საშიშროება, რომ კუნძულს რუსეთი ან ჩინეთი დაეუფლოს.
„გრენლანდიის თავდაცვა ძირითადად ორი მარხილიანი ძაღლისგან შედგება. იცით ეს? იცით, რა არის მათი თავდაცვა? ორი „მარხილიანი ძაღლი“. ამასობაში, რუსული გამანადგურებლები და წყალქვეშა ნავები, ასევე ჩინური გამანადგურებლები და წყალქვეშა ნავები ყველგან არიან“, – განაცხადა ტრამპმა.