დონალდ და მელანია ტრამპებმა, საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს

დონალდი და მელანია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს შობა-ახალი წელი მიულოცა.  ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მის აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილსა და ქალბატონ თამარ ბაგრატიონს, ვულოცავთ შობა-ახალ წელს. დონალდ და მელანია ტრამპები“, - წერია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სახელზე გამოგზავნილ მისალოც ბარათში.