ავარია ახალციხეში - დაღუპულია ორი და დაშავებულია ერთი ადამიანი
1734365599
უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობების წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხს ბლოკავენ.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„დებატები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს საკითხზე დასრულებულია. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ. ევროკომისია ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას შესთავაზებს, სავარაუდოდ ამ კვირაში. საამისოდ კვალიფიციური უმრავლესობა არსებობს“, - დაწერა იოზვიაკმა.