უჩა აბაშიძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მის ცოლს - 4 წელი
1738668033
როგორც იქნა, საპარლამენტო ტრიბუნასთან ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც საუბრობდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არ იყო დაწერილი სიტყვა, რომელიც ექვემდებარებოდა გარე დაკვეთებს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, უმთავრესი იყო ის, რაც მან თავშივე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ქვეყნის სტაბილური განვითარება.
„მან ისაუბრა მრავალ სექტორულ მიმართულებაზე და რაც ყურში მომხვდა, ის, რაც აქამდე არ თქმულა, მან ისაუბრა დემოგრაფიულ საფრთხეებზე, რაც მნიშვნელოვანია და ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს.
როდესაც პრეზიდენტი ამაზე აკეთებს აქცენტს, რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო მოიმატებს და ვფიქრობ, რომ ეს ეფექტურ გადაწყვეტილებებზეც ადეკვატურად იმოქმედებს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
„წყალი ბაკურიანი" განცხადებას ავრცელებს
1738666071