,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
აქციის მონაწილეთა მხრიდან ქუჩების გადაკეტვა გარე ზეწოლის კონკრეტული შედეგია, მაგრამ ამას მათთვის სასურველი შედეგი ვერ მოაქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანას ზიანს აყენებს.
„კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ გარედან მათი წახალისება არ იცვლება. ამიტომ, ისინი ამ წახალისების იმედად ცდილობენ, საკუთარ ქვეყანას დისტრუქცია მოუწყონ და ამ ფორმით უმცირესობამ უმრავლესობაზე იძალადოს. ეს დაუშვებელია და ამ ყველაფერს დასასრული ექნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.