დიმიტრი გუდკოვი არის კანონის დამრღვევი, ის პატივის არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

"დიმიტრი გუდკოვი, პირველ რიგში, არის კანონის დამრღვევი და პატივის არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

„2007 წელს დიმიტრი გუდკოვი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხვდებოდა აფხაზეთის დე ფაქტო ე.წ. პრეზიდენტს და ხელს აწერდა რუსეთის მოქმედი ახალგაზრდული პარტიის სახელით ხელშეკრულებასა და მემორანდუმს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ და თავის ღია მხარდაჭერას გამოხატავდა აფხაზეთის შემდგომი აღიარებისა და დამოუკიდებლობის კუთხით.

ეს ყველაფერი ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არის, პირველ რიგში, კანონის დამრღვევი და პატივის არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ მისი არ შემოშვება იყო აბსოლუტურად კანონიერი“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.