"დიფ სთეითს" ვუწოდებთ მას თუ გლობალური ომის პარტიას, ინტერესებში აქვს, რომ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთის ფედერაციის საზღვრების გარშემო ყველგან იყოს ცეცხლი" - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება პოლიტიკური შეფასებების საგანია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ "დიფ სთეითს" ვუწოდებთ მას თუ გლობალური ომის პარტიას, ინტერესებში აქვს, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრების გარშემო, ყველგან არეულობა იყოს.

"იქამდე გასცდნენ ყველანაირ მორალს და ყველანაირ ღირებულებებს და ღირსებას, ბოლოს იქამდეც შეიძლება მივიდეთ, რომ რეზოლუცია მიიღონ, სადაც პირდაპირ იტყვიან, რომ ომი გამოუცხადეთ რუსეთის ფედერაციას, ტანკები ამოქოქეთ და შევარდით ოკუპირებულ ტერიტორიებზეო. აქამდეც კი შეიძლება მივიდეთ, იმიტომ, რომ დიფ სთეითს ვუწოდებთ მას თუ გლობალური ომის პარტიას, ინტერესებში აქვს, რომ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთის ფედერაციის საზღვრების გარშემო, ყველგან იყოს ცეცხლი, კიდევ უფრო დაზიანდეს საზოგადოება, კიდევ უფრო მეტი რესურსები დაიხარჯოს რუსეთის ფედერაციისგან, რაც საბოლოო ჯამში ტრანსფორმირდება იმაში, რომ განადგურდება ეს ქვეყნები, როგორც ახლა უკრაინა ნადგურდება", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში საუბარია "დიფ სთეითსა" და გლობალური ომის პარტიაზე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი არის "დიფ სთეითის" ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება, რომელიც, ომზე უარის შემთხვევაში, მათ სანქციებით უხეშად ემუქრება.