1746307279
რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები

რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
მათივე ცნობით, იერიშის შედეგად ცეცხლი გაჩნდა რამდენიმე ლოკაციაზე. უკრაინის საგანგებო სამსახურმა Telegram-ზე დაწერა , რომ 76 მეხანძრე მონაწილეობდა ხანძრის ჩაქრობაში, რომელთა შორის იყო მცირე ხანძარი კიევის ცენტრალურ შევჩენკივსკის რაიონში.
საჰაერო განგაშის ხმა კიევში, მის შემოგარენსა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ღამით, ერთი საათის განმავლობაში ისმოდა.