დიდ ბრიტანეთში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა ამოქმედდა - ძალაში შესული გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ არის მიმართული

ჰო

დიდ ბრიტანეთში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა ამოქმედდა. ძალაში შესული გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ არის მიმართული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმის უზრუნველსაყოფად მიიღო, რომ დემოკრატიამ იმუშაოს არა მტრულად განწყობილი აქტორების, არამედ მშრომელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

პირველი ოქტომბრიდან, დიდ ბრიტანეთში უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არ იქნებიან, სისხლის სამართლებრივი სანქციები დაეკისრებათ ან, შესაძლოა, ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

ახალი სქემა, ოფიციალური პირების განცხადებით, მიმართული იქნება რუსეთისა და ირანის მხრიდან შესაძლო ჩარევების წინააღმდეგაც. გამკაცრებული ზომების ამოქმედებას წინ უძღოდა სამთვიანი "საშეღავათო პერიოდი", რომელიც მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ კანონიერ ბიზნესებსა და პირებს ჰქონოდათ დრო კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის.