„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ წვლილს შეიტანს „მსურველთა კოალიციის“ მიერ უკრაინისთვის შემუშავებული უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოსთხოვს, რომ ტერიტორიულ საკითხზე მოლაპარაკებები მხოლოდ ზელენსკის თანდასწრებით, შემდგომი შეხვედრის დროს გაიმართება და რომ აშშ წვლილს შეიტანს „მსურველთა კოალიციის“ მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების გარანტიებში“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.