მკვლელობა კახეთში - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
1755153530
მელანია ტრამპი, ბაიდენის ვაჟს ცილისწამებისთვის სასამართლოთი ემუქრება. - ამის შესახებ fox news წერს.
მელანია ტრამპი, ჰანტერ ბაიდენს, 1 მილიარდი დოლარის ოდენობით უყენებს პრეტენზიას ცილისმწამებლური განცხადებების გამო.
ამერიკის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ჰანტერ ბაიდენს ოფიციალურად გაუგზავნა მოთხოვნა.
მელანიას თქმით, ბაიდენმა მის მიმართ გაავრცელა „ყალბი, ცილისმწამებლური, დამაკნინებელი და აღმაშფოთებელი განცხადებები“, რაც მისი რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად.
ტრამპი მოითხოვს, რომ ჰანტერ ბაიდენმა დაუყოვნებლივ წაშალოს აღნიშნული შინაარსი, საჯაროდ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია და ბოდიში მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელანია სასამართლოში უჩივლებს.