24 დეკემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1734977187
დღევანდელ სხდომაზე ცესკომ იმსჯელა ხუთი საერთაშორისო ორგანიზაციის და ექვსი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხზე და ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
„კვლავ არსებობს რეგისტრაციის ვადები, საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ეს გახლავთ 19 ოქტომბერი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არის 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ცესკოში. დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ შესაბამისი სამსახური შეამოწმებს მას. მათი რეგისტრაცია, ან რეგისტრაციაზე უარის თქმა ხდება სხდომაზე და შემდეგ უკვე აქვს ორგანიზაციას შესაძლებლობა, რომ ყველა ეტაპზე დააკვირდეს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესს“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამ მონაცემებით 38 საერთაშორისო და 56 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.