კახა კალაძე: ძალიან დიდი ტრაგედიაა ის, რომ ასეთი ძალადობრივი ჯგუფები არსებობს ქვეყანაში. არც დემოკრატიასთან, არც ევროპულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერს

კალაძე

კახა კალაძის განმარტებით, ძალადობრივი ჯგუფების არსებობა ქვეყნის იმიჯის შემლახველია. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის და მოქმედი მერის თქმით, მათ მიერ წინასაარჩევნოდ წამოწყებული ზიზღის კამპანია დემოკრატიული და ევროპული ღირებულებებისგან შორსაა.

„ძალიან დიდი ტრაგედიაა ის, რომ ასეთი ძალადობრივი ჯგუფები არსებობს ქვეყანაში და ეს შემთხვევითი არ არის. ასეთი ჯგუფებისა და ადამიანების ჩამოყალიბებაში იხარჯებოდა მთელი წლების განმავლობაში მილიონობით დოლარი, რომელიც გარედან მოდიოდა. ეს არის ჩვეულებრივად თავს მოხვეული. ძალადობა ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური კი არ არის. როდესაც მიდიხარ, შეურაცხყოფას აყენებ, ბილწსიტყვაობ, აგინებ, ძალიან მძიმეა ამის ყურება და არც დემოკრატიასთან, არც ევროპულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერს“, - განაცხადა კალაძემ.