ტრავმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

კვარა

GEO TEAM-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია სამედიცინო სურათს დაზიანებულ ფეხზე ხვალ გადაიღებს, რის შემდეგაც დიაგნოზიც გვეცოდინება.

„რაც ამ წამს ვიცით: ფეხბურთელი გადაადგილებისას დისკომფორტს გრძნობს, თუმცა დაზიანება სერიოზული არ ჩანს, ძლიერადაა ფეხში მორტყმული - საბოლოოდ, ყველაფერი ხვალ გვეცოდინება“, - წერს გვერდი.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ „ლენსის“ წინააღმდეგ 29-ე წუთზე მოედანი დაზიანების გამო ნაადრევად დატოვა.