1735131158
დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს - ლევან აბაშიძე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები იქნება. დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს. ეს იქნება ქვეყნის გარეთ თუ შიგნით“, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ დედაქალაქის მერის ანგარიშზე და მომავალი წლის ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება. მან არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ავარიული ლიფტების პრობლემის მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ლევან აბაშიძემ თბილისის მერის ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია.