რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე გადაცემა "დებატებში" აცხადებს, რომ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო - ბრალდება დაახლოებით 6 500 პირს წარედგინა, მათგან 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორია.
მინისტრის თქმით, ოპერატიული ინფორმაციისა და ჩატარებული საპოლიციო მოქმედებების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების დეფიციტი შეინიშნება და მათი ხელმისაწვდომობა შემცირებულია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგია.
"მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ერთ-ერთი სახე არის ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. კვლავ შევეხები სტატისტიკას, 6 500-მდე პირის მიმართ იქნა ბრალდება წაყენებული, პასუხისგებაში იქნა მიცემული, საიდანაც 2 500-ზე მეტი არის ნარკორეალიზატორი. მე ამის შესაძლებლობა მაქვს, რომ ამაზე ვისაუბრო, მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მქონდეს ის ინფორმაციული უზრუნველყოფა, ის ოპერატიული საქმიანობის შედეგები, და სწორედ ეს განაპირობებს ჩემს გამონათქვამს, რომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქვეყანაში არის ნარკოტიკული საშუალების დეფიციტი და ხელმისაწვდომობა არის შემცირებული. ეს, რა თქმა უნდა, იმ საპოლიციო ღონისძიებების შედეგია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორების მიმართ იყენებს“, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე.