პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ,,ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს დღეს ახალი ინიციატივით მიმართავს. დეპუტატები მზად არიან ყოფილ პრეზიდენტს თავდებში ჩაუდგნენ და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ თავდებობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა.
,,ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ, რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს და მით უმეტეს პარტიის წარმომადგენელს აქვს ის განცდა, რომ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ, ამიტომ თავდებაც ერთ-ერთი საშუალებაა, მე მესმის, რომ ,,ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, ამასაც იგნორირებას გაუკეთებს, როგორც ნებისმიერ ინიციატივას“, - აცხადებს მამულაშვილი.