დღეს მელანია ტრამპი თამარ ბაგრატიონს სხვა პრეზიდენტის მეუღლეებთან ერთად თეთრ სახლში უმასპინძლებს

თამარ ბაგრატიონი

 საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. დღეს სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები შედგა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც. როგორც დელეგაციის წევრები აცხადებენ, შეხვედრებისას, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.