მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა - ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულია 14 პირი
1774426214
„25 მარტს არის მეცხრე დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებიდან. ასევე, 25 მარტს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა“, – ამის შესახებ იღუმენმა, ლუკა ფალავანდიშვილმა სიონის ტაძართან მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო გადაიხდის პარაკლისს.
მისივე განმარტებით, მსახურება 14:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.
ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.