ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1737997628
რამდენიმე საათში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. ოპოზიცია ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს - საკითხი ოფიციალურად დაინიცირებული ჯერ არ არის, თუმცა ამ შინაარსის წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა.
ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ მათი ვალდებულებაა საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდოს მტკიცებულებები, თუ რა ხდება საქართველოში. როგორი ექნება ევროსაბჭოს გადაწყვეტილება მათ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ოპოზიცია წინასწარ ვერ საუბრობს.
"ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია გადადგას იმის საპასუხოდ რაც ამ ბიოლო პერიოდში საქართველოში ხდება და დაიშვას უფრო მაღალი სტანდარტები იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ვინც არ უნდა იყოს ის, გამოასწოროს ეს კონკრეტული საკითხები და დააბრუნოს ქვეყანა განვითარების ნორმალურ კალაპოტში," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.