დეზინფორმაციასთან ბრძოლა დამახასიათებელია ბრიტანეთის სისტემისთვის და ამოქმედებული უნდა იყოს საქართველოში, დეზინფორმაცია უნდა გამოაშკარავდეს - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა დამახასიათებელია დიდი ბრიტანეთის სისტემისთვის და ამოქმედებული უნდა იყოს საქართველოში. შეიძლება, ტელევიზიას პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეს, მაგრამ ამ მიზნით თუ დეზინფორმაციას ავრცელებს, გამოაშკარავებული უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი აღნიშნული კომენტარი მედიის შესახებ კანონპროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საუბარი იყო, თითქოს ბალანსის დაცვა ნიშნავს, რომ ერთი და იმავე რაოდენობის ადამიანები თუ არ მივიდნენ, ეს თუ არ მოხდება, მედია დააშავებს. ეს ასე არ არის. მთავარი თემაა, რომ განზრახ არ გავრცელდეს დაფინანსებული და საქართველოს დაზიანებისკენ მიმართული დეზინფორმაცია. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კარგი დამახასიათებელია დიდი ბრიტანეთის სისტემისთვის, რომელიც ამოქმედებული უნდა იყოს საქართველოში. ბრიტანეთი თუ შეიძლება დაზიანდეს დეზინფორმაციით, რასაკვირველია, მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ გარშემო ცეცხლია, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ისეთი ინფორმაცია, რაც ტყუილს არ მოიცავს და ქვეყნის ინტერესებს არ აზიანებს. ამის შეფასების მექანიზმი ჩადებული იყო თვითრეგულაციის სტანდარტებში, რაც ვერ და არ შესრულდა. თვითრეგულაციამ არ გაამართლა და მის ნაცვლად პროპაგანდისტული პლატფორმები მივიღეთ, რაც სიცრუის გავრცელებას ემსახურება.

შეიძლება, ტელევიზიას პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეს, „ტვ პირველს“ ვერ დაუშლი, რომ „ლელო“ მოსწონდეს, მაგრამ ამ მიზნით თუ დეზინფორმაციას ავრცელებს, გამოაშკარავებული უნდა იყოს. შესაბამისი რესურსიც უნდა იყოს მობილიზებული, რომ ეს არ მოხდეს, როგორი გემოვნების მედიაც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ეს ეხება ტელევიზიას, რომელიც საზოგადოების მიერ არის დაფინანსებული საკმაოდ დიდი რესურსით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.