1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პარლამენტმა „დაზღვევის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი 82 ხმით დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო იობაშვილის განმარტებით, კანონპროექტით სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილებასთან, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან, წერილობითი მითითებების გაცემასთან და დამატებითი მოთხოვნების დაწესებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.
კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას, მზღვეველის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში და სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას სადაზღვევო ბროკერის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.