პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შესახებ არსებულ კანონზე ისაუბრა და საზოგადოებას მისი ინიციატივა გააცნო.
„დაპირისპირებიდან გამომდინარე, ჩვენ ძირითადად ისეთ საკითხებს განვიხილავთ, რომელიც ეხება საარჩევნო კანონს ან პოლიტიკური თვალსაზრისით არის ანგაჟირებული, თუმცა გვავიწყდება რომ ჩვენი საქმიანობა არის კანონშემოქმედება და სიახლეების შეტანა კანონებში. ამ სახის მუშაობაზე თუ უფრო მეტ დროს დავხარჯავთ უკეთესი იქნება.
მე მინდა ვისაუბრო საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონზე, მეც არ ვიცოდი და ალბათ თქვენც, თუ ადამიანს აქვს ფული და ჩვენს ქვეყანაში რაიმეს შეიძენს, მისი საკითხი გადის კომისიაზე და მას შეუძლია გახდეს საქართველოს მოქალაქე, მაგრამ თუ ადამიანის მეუღლე ან შვილი არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, მას მოქალაქის სტატუსი არ მიენიჭება.
დარწმუნებული ვარ მრავალპარტიული მხარდაჭერა ექნება ჩვენს ამ ინიციატივას. ასეთი კანონები რომელიც მეტად მნიშვნელოვანია, არ არის სწორი და სამართლიანი. ანტაგონიზმის ნაცვლად ასეთ საკითხებზე ფოკუსირება უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ზოგადად ძალიან დიდი იმედი მაქვს, კანონის დროს გამოიძებნება კიდევ უფრო გამამდიდრებელი საკითხები. “ - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.