„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, „ქრონიკასთან“ საუბრისას, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და საქართველოს მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
„იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის საკითხი ძალიან მგრძნობიარე, ძალიან დელიკატურია, მას უამრავი სპეკულაციები მოჰყვა. მე არ მსურს, რომ ამ სპეკულაციებსა და დისკუსიაში შევიდე. მე საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი ვარ, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს, ისევე, როგორც უკრაინასთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, გვაქვს აბსოლუტურად მკაფიო პრიორიტეტები და არ მინდა, ერთი წუთით დაზიანდეს ჩვენი ურთიერთობა. მე და ჩვენი უწყება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინასთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. ჩვენი ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით უკრაინის მხარდასაჭერად, მართლაც უპრეცედენტოა. არ დავიღლები იმის ჩამოთვლით, რაც საქართველომ გააკეთა - ბევრმა ქვეყანამ ვერ გააკეთა უკრაინისთვის იმდენი, რამდენიც - საქართველომ, პოლიტიკური, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური მხარდაჭერის კუთხით“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.