რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ
1737524393
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო, აკვაკულტურის, მესაქონლეობის, მარცვლეულისა და ჩაის წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
უნგრეთის ელჩის განცხადებით, საქართველო უნგრეთისთვის მეგობარ ქვეყანას წარმოადგენს, შესაბამისად, მზად არის მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოში უნგრეთის საელჩოს და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.