დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში, აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?

დავით ქართველიშვილი

თავდადების შანსი რომ მოგეცემა ცხოვრებაში ერთხელ? ანუ, არჩევანის გაკეთება "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა" და "სახელოვან სიკვდილს" შორის - და შენს უაზრო სიცოცხლეზე რომ გააკეთებ ფსონს, ესეც "ელემენტარულია"?- ასე ეხმიანება, „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი ანწუხელიძის თაობაზე დაწერილ პოსტს.

ქართველიშვილის თქმით, „ გუბერნატორი რომ ხარ, ზაზა გოროზია თუ ლადო ვარძელაშვილი, და სახელმწიფო მანქანებით რომ ემსახურებით გენერლებს: ჩობანსა და ბორისოვს, რომელთა პირდაპირი თუ ირიბი თანხმობით ეხლა ანწუხელიძეს აწამებენ და კლავენ - ყელი გამოგეჭრათ მათთვის იქვე მანქანაში, ან ერთობლივი სადილის დროს ციანიდი ჩაგეყარათ საჭმელში, გამართული რუსულით სადღეგრძელოების თქმის მაგივრად - აზრადაც არ მოგსვლიათ?“.


ქართველიშვილი მიმართავს ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომ ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ ესხდნენ გვერდში და ისინი მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებდნენ სიამოვნებით, მოსვლიათ თუ არა აზრად "თავდადება" გამოეჩინათ.

ქართველიშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ მათი ფაშისტების მომსახურეთა შთამომავალი ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დააოკონ.

„თავდადების შანსი რომ მოგეცემა ცხოვრებაში ერთხელ? ანუ, არჩევანის გაკეთება "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა" და "სახელოვან სიკვდილს" შორის - და შენს უაზრო სიცოცხლეზე რომ გააკეთებ ფსონს, ესეც "ელემენტალურია"?

ანწუხელიძის წამებით მოკვლის ბრძანების მიმცემი, თუ ამ წამების არამკრძალავი საოკუპაციო ჯარების გენერლები რომ გიზის გვერდში და შენ მათი პირადი მძღოლების და სარესტორნო "მერიქიფეების" როლს ასრულებ სიამოვნებით - აზრადაც არ მოგსვლია "თავდადება" გამოგეჩინა?

გუბერნატორი რომ ხარ, ზაზა გოროზია თუ ლადო ვარძელაშვილი, და სახელმწიფო მანქანებით რომ ემსახურებით გენერლებს: ჩობანსა და ბორისოვს, რომელთა პირდაპირი თუ ირიბი თანხმობით ეხლა ანწუხელიძეს აწამებენ და კლავენ - ყელი გამოგეჭრათ მათთვის იქვე მანქანაში, ან ერთობლივი სადილის დროს ციანიდი ჩაგეყარათ საჭმელში, გამართული რუსულით სადღეგრძელოების თქმის მაგივრად - აზრადაც არ მოგსვლიათ?

გენერალი ჩობანი, პრეზიდენტ სააკაშვილის ზუგდიდის სამთავრობო რეზიდენციაში დასასვენებლად შეყვანის მაგივრად - რატომ არ "ჩააძაღლე" და ლუციფერის ბანაკიდან, ჯვარცმული ავაზაკისა არ იყოს, დღეს ხომ "წმიდა მოწამეთა" დასში მოგიხსენიებდით? ეს თქვენი ფაშისტების მომსახურეთა შთამომავალი კუდიანი დედაკაცი კი დააოკეთ, გირჩევთ. თორემ, რაც გენერალ ჩობანს დააკელით, ზუსტად ის არ აცდება!“,- წერს დავით ქართველიშვილი.