პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ის, რომ ქვეყნის პრემიერს მარტივ ჭეშმარიტებაზე უწევს საზოგადოებასთან კომუნიკაცია - ეს უფრო საზოგადოების ბრალია, ვიდრე მისი. მაგრამ თვით ფაქტი, რომ ამ თემის წამოწევა ხდება - საზოგადოების მზაობაზეც მეტყველებს, გაითავისოს და გაიზიაროს იგი, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, სხვაზე მუშაობა, მონობა და კოლონიალური აზროვნება - ადვილია, საკუთარ სამშობლოზე იყო „ჯვარცმული" რა თქმა უნდა, გმირობის ტოლფასია.
„ის, რომ ქვეყნის პრემიერს მარტივ ჭეშმარიტებაზე უწევს საზოგადოებასთან კომუნიკაცია - ეს უფრო საზოგადოების ბრალია, ვიდრე მისი. მაგრამ თვით ფაქტი, რომ ამ თემის წამოწევა ხდება - საზოგადოების მზაობაზეც მეტყველებს, გაითავისოს და გაიზიაროს იგი. ეს ნიშნავს იმას, რომ პოსტ-კოლონიალურ და პრე-კილონიალურ მენტალობებს შორის, შეიქმნა ის ოქროს შუალედი, რომელშიც პრემიერის ნათქვამი, როგორც ნაყოფიერ ნიადაგში, ეროვნული მოსავლის "ბარაქას" შეუწყობს ხელს.
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან, საქართველოში ყველა ჩვენი მტრისა თუ მოყვარის რეზიდენტურა იყო შექმნილი და მეტ-ნაკლები წარმატებით მოქმედებდა: მუშაობდნენ საკუთრივ ჩვენს წინააღმდეგ და თავისი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების სასარგებლოდ. მუშაობდნენ საქართველოს პლატფორმის გამოყენებით - მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. მაგრამ, ამ 33 წელიწადში - საქართველოში შეიქმნა სამშობლოს ერთგული შრე, რომელზეც არის დაფუძნებული ამ ქვეყნის წარმატებული აწმყოც და მომავალიც.
სწორედ მათ მიმართავს დღეს პრემიერი და ამ მიმართვის ადრესატი, საქართველოში ავტომატურად, "ქრისტეს ჯარში" გაერთიანებული რიგითი მეომრობის ტოლფასია, რაც ყოველთვის ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე საპატიო მისია იყო ამ ქვეყანაში. სხვაზე მუშაობა, მონობა, და კოლონიალური აზროვნება - ადვილია, საკუთარ სამშობლოზე იყო "ჯვარცმული" რა თქმა გმირობის ტოლფასია...“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.