დავით ქართველიშვილი: ევტუშენკოვი აშშ-ს სანქციების მიღმა მყოფი ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს-პარტნიორი და მოსკოვში მისი ხშირი მასპინძელი ყოფილა - როგორ გადაიტანს ამას ომის პარტია

davit qartvelishvili

„არასანქცინირებული პუტინის მეგობარი მილიარდერი ევტუშენკოვი - ჰანტერ ბაიდენის საქმიანი პარტნიორი ყოფილა, რომელიც ომის დროს მოსკოვში თავის კომპანიონთან განიხილავდა იმ უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის მიწოდებას, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს უკრაინის განადგურებაში“,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი წერს, ამ ინფრომაციას ავრცელებს  სოლიდური ბრიტანული გამოცემა.

„აშშ-ს პრეზიდენტის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს შესაძლოა პერსონალური სანქციები დაუწესონ, ყოველ შემთხვევაში - ან არახამიამ, ან ხაბეიშვილმა მოსთხოვოს ამის გაკეთება ჰანტერის მამას - ჯო ბაიდენს. საქმე იმაშია, რომ ჰანტერ ბაიდენი მოსკოვის ხშირი სტუმარი ყოფილა, იგი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგაც ესტუმრა კრემლს, სადაც შეხვედრა ჰქონია იმ "პუტინთან დაახლოვებულ" მილიარდერ ევტუშენკოვთან, რომლის შესახებ ნაცებთან აფილირებულმა მედიამ, ამას წინათ მკითხველი შეცდომაში შეიყვანა - თითქოს ეს რუსი ოლიგარქი აშშ-ს მიერ არის სანქცინირებული - "ნურას უკაცრავად", ტყუილია.

ეს არასანქცინირებული პუტინის მეგობარი მილიარდერი ევტუშენკოვი - ჰანტერ ბაიდენის საქმიანი პარტნიორი ყოფილა, რომელიც ომის დროს მოსკოვში თავის კომპანიონთან განიხილავდა იმ უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის მიწოდებას, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს უკრაინის განადგურებაში. ყოველ შემთხვევაში - ამაში გვარწმუნებს სოლიდური ბრიტანული გამოცემა. როგორც მინიმუმ - ნაცები ცრუობენ და აშშ-მ ევტუშენკოვს სანქციები ნამდვილად არ დაუწესა. როგორც მაქსიმუმ - ევტუშენკოვი აშშ-ს დიდი ხნის სანდო სავაჭრო პარტნიორი ყოფილა და ჰანტერ ბაიდენის შვილის ფაქტორის გათვალისწინებით - ნაცებმა ევტუშენკოვის ხსენებაზე, ალბათ, ფეხზე ადგომით, კოლექტიურად პირი უნდა გამოიბანონ. თორემ ჩვენი დამოკიდებულება ამ უცნაურ ომთან, პრინციპიდან - "ვისი ნოტები ვის როიალშია" - არანაირად არ შეცვლილა. უბრალოდ უფრო გამძაფრებული ხდება ჩვენი მხარდაჭერა საბრალო უკრაინელი ხალხისა და მათი მეომრების მიმართ, ვისაც პაიკებად სწირავენ ამ საჭადრაკო დაფაზე "დიდი ბიძიები". ხოლო მათ ქართველ "სასარგებლო იდიოტებს" ძალიან სურთ იგივე სურათი საქართველოშიც დაატრიალონ“,- წერს ქართველიშვილი facebook - ზე.