დავით ქართველიშვილი - დღეს ნოდარა "უეჭველი" მელაძე საკუთარ კორპორაციას არა ნიღაბს, არა ტყავს - რაც დიდი ხანია ახეული აქვთ - არამედ კუნთოვანი მასის ჩამოცილებას შეუდგება

davit qartvelishvili

დავით ქართველიშვილი - დღეს ნოდარა "უეჭველი" მელაძე საკუთარ კორპორაციას არა ნიღაბს, არა ტყავს - რაც დიდი ხანია ახეული აქვთ - არამედ კუნთოვანი მასის ჩამოცილებას შეუდგება, რათა ჩონჩხამდე მივიდეს და ამით განისვენოს, საკუთარი ბელადის უახლოეს გარემოცვაზეც ბევრ საინტერესოს გაიგებს - მისი ამ გადაცემის ანონსი პრინციპში მზად მაქვს და ჩონჩხამდე მისულს, მზად ვარ ფაქტობრივი მასალების მიწოდებით დავეხმარო, მანამდე კუნთოვანი გახრწნილი მასის განადგურების პროცესში არ ჩავერევი და ხელს არ შევუშლი - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსს.

„დღეს ნოდარა "უეჭველი" მელაძე საკუთარ კორპორაციას არა ნიღაბს, არა ტყავს - რაც დიდი ხანია ახეული აქვთ - არამედ კუნთოვანი მასის ჩამოცილებას შეუდგება, რათა ჩონჩხამდე მივიდეს და ამით განისვენოს. ორი ყოფილი თანამშრომლის, КГБ-ს პირველი მთავარი სამმართველოს აგენტის, თემურ ალასანიას და იმავე დანაყოფის მაიორის, იური შვეცის შეხმატკბილებული აგენტერულ-ოპერატიული ტანდემის საფუძველზე - მეხუთე კოლონის რიგითმა მელაძემ, საკუთარი კორპორაციის "ტიტანიკური" გადარჩენის უშედეგო მიზნით, დღეს დადგმული პანიკური ხმით უნდა შეგვახსენოს: სად ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს-აქტივები და რა არმაგედონულ მიზეზ-შედეგობრივ მომავალს ემსახურებოდა ეს გარემოება ზოგადსაკაცობრიო დაღუპვა/გადარჩენის მისტერიაში.

ჩონჩხამდე მიახლოებისთანავე, "უეჭველი" ნოდარა იძულებული გახდება საკუთარი კორპორაციის პირადი შემადგენლობის და მათი ოჯახის წევრთა რეალური აგენტურული ბარათების ამოლაგების. საკუთარი ბელადის უახლოეს გარემოცვაზე ბევრ საინტერესოს გაიგებს - მისი ამ გადაცემის ანონსი პრინციპში მზად მაქვს და ჩონჩხამდე მისულს, მზად ვარ ფაქტობრივი მასალების მიწოდებით დავეხმარო, მანამდე კუნთოვანი გახრწნილი მასის განადგურების პროცესში არ ჩავერევი და ხელს არ შევუშლი. სანახაობით დავტკბები თქო, ვერ მოგატყუებთ - მაგრამ აყროლებულ ხორცზე ჩონჩხი რომ უფრო "სუფთად" და "პატიოსნად" გამოიყურება, ამაზე შევთანხმდეთ. ამ მდგომარეობამდე მისვლას კი არც არაფერი აკლია. დაველოდოთ.“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.