საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
1749499831
ჩვენი საზოგადოება, რომელიც გადაღლილია ამ უაზრო და თავს მოხვეული პოლარიზაციით, ერთი ნატვრა გვაქვს, რომ ეს ბედნიერი დღე დაგვიდგეს, როდესაც ჩვენ გვექნება საშუალება კონსტრუქციულ დიალოგში შევიდეთ ოპოზიციასთან, მოვისმინოთ რა უნდათ და მათ კრიტიკას ვუპასუხოთ ასევე ღია ეთერში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
„როდესაც კარიკატურულ დონეზე მიმდინარეობს მათი მხრიდან ე.წ. მზადება ოქტომბრის არჩევნებისთვის. ტელეფონით იქნება, ხვალ შეიძლება ფაქსით ან პეიჯერით ჩაატარონ ეს არჩევნები. კონსტრუქტივიზმი მათი მხრიდან არანაირი არ არის, მათ ეძლევათ საშუალება კონსტიტუციის, კანონის ფარგლებში მეათედ მიიღონ მონაწილეობა და გარკვეული შედეგი დადონ. ისინი ამ შედეგს დებენ, მაგრამ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არ აქვთ არანაირი ვალდებულება, პატივისცემა. არც ქვეყნის წინაშე. უსამშობლოებს როდესაც ეძახიან მათ სწყინთ. რატომ უნდა გეწყინოს ის, რაც შენ თვითონ მიიკერე იარლიყივით და ატარებ წლების განმავლობაში.
მუშაობს საგამოძიებო კომისია, რა თქმა უნდა თავიდანვე ნათელი იყო, რომ ვერავინ ვერ უკარნახებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ის თავის გონივრულ ვადებში რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს კარი, ეს პორტალი საშემოდგომო არჩევნებისა კვლავ ღიაა ყველასთვის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძალიან ბევრი ე.წ. ოპოზიცია კვლავ უარს იტყვის ამ შემოთავაზებულ შესაძლებლობებზე. ჩვენ არავის არ უნდა ვეხვეწოთ იმიტომ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყველამ ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, მიიღოს მონაწილეობა მის აღმშენებლობაში“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.