იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1782887923
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, პეკინი ერიდება ზეწოლის პირდაპირ გამოხატვას, თუმცა ახლა, მისი შეფასებით, ჩინეთი აშკარად ჩქარობს. ქართველიშვილის აზრით, ჩინეთის მიზანი საგარეო ბაზრების სტაბილიზაციაა, რასაც ევროპაში მიმდინარე ომი სერიოზულად აფერხებს.
„ევროპაში გაჭიანურებული კონვენციური ომი ანგრევს გლობალურ ლოჯისტიკას, რომელშიც პეკინმა ტრილიონები ჩადო. ჩინეთი აღარ არის მზად, სუბსიდირება გაუწიოს მსოფლიო მნიშვნელობის პროცესებს მუდმივი გამოფიტვის პირობებში მიმდინარე ომის ფონზე. ევრაზიული ვაჭრობის მთავარ ბენეფიციარებს კონფლიქტის კონტროლირებადი გაყინვა სჭირდებათ და ისინი ამას ნათლად აცხადებენ: ბრძოლის ველზე დრო დასრულდა, დროა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ,“ - წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ჩინელი დიპლომატის მოწოდება, კონფლიქტი გადაიჭრას მისი „ძირეული მიზეზების“ გათვალისწინებითა და გაეროს წესდების შესაბამისად, მოსკოვის უსაფრთხოების არქიტექტურის მოთხოვნებისადმი მინიშნებას წარმოადგენს.
„ესეც ასე - საკმარისი იყო ყველა ბოლოდროინდელი ვოიაჟი: ტრამპი-სი ძინპინი-პუტინი-სი ძინპინი-პუტინი-ლუკაშენკო-სი ძინპინი. კმარა! აი ისიც: ჩინეთის ულტიმატუმი გაეროსადმი, ფინალური რაუნდის სიგნალი. ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში, სუნ ლეიმ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე მკაცრი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოსკოვსა და კიევს მოუწოდა, დაუყოვნებლივ განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები. ჩინელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის სამოქალაქო ცხოვრებაში საბოლოოდ გადანაცვლებას, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს და კრიზისის „ძირითადი მიზეზების“ გაეროს წესდების შესაბამისად მოგვარების აუცილებლობას.
პეკინის სტანდარტული დიპლომატიური ენა მალავს ზეწოლის პირდაპირ გამჟღავნებას. ჩინეთი უბრალოდ მშვიდობისკენ კი არ მოუწოდებს, ის საჯაროდ ადგენს ამის მისაღწევად დროის ლიმიტსაც. განცხადება გაკეთდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც უკრაინის ფინანსური სისტემა შემოდგომამდე სრულ უკუთვლაზეა გადაყვანილი და ტრამპის თეთრმა სახლმა ოფიციალურად დახურა კიევისთვის განკუთვნილი საკრედიტო ონკანი. ჩინეთი, რეალურად, აშკარად ჩქარობს: შიდა ვალის ბუშტი და აშშ-ს მკაცრი ტექნოლოგიური სანქციების საფრთხე სი ძინპინს საგარეო ბაზრების სტაბილიზაციას აიძულებს, რასაც საფრთხე ემუქრება.
ევროპაში გაჭიანურებული კონვენციური ომი ანგრევს გლობალურ ლოჯისტიკას, რომელშიც პეკინმა ტრილიონები ჩადო. სუნ ლეის ფრაზა „ძირეული მიზეზების“ შესახებ - მოსკოვის უსაფრთხოების არქიტექტურის მოთხოვნებისადმი მინიშნებაა, მაგრამ მოთხოვნა - „ომის რაც შეიძლება მალე დასრულების“ შესახებ, ორივე მხარისთვის მკაცრი გაფრთხილებაა. პეკინი ოფიციალურად გადადის იძულებით დიპლომატიურ რეჟიმზე. ჩინეთი აღარ არის მზად, სუბსიდირება გაუწიოს მსოფლიო მნიშვნელობის პროცესებს, მუდმივი გამოფიტვის მქონე ომის პირობებში. ეს განცხადება მნიშვნელოვანი დიპლომატიური სიგნალია იმისა, რომ შემოდგომის პირობების კონტურები უკვე შეთანხმებულია ზესახელმწიფოების დონეზე. ევრაზიული ვაჭრობის მთავარ ბენეფიციარებს კონფლიქტის კონტროლირებადი გაყინვა სჭირდებათ და ისინი ამას ნათლად აცხადებენ: ბრძოლის ველზე დრო დასრულდა, დროა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.