დავით მათიკაშვილი ტულსი გაბარდის განცხადებაზე: ბანქოს სახლივით ჩამოიშალა რადიკალების ტყუილი ნარატივი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ არარსებულ ძალაზე საუბრობს

 დავით მათიკაშვილი

ბანქოს სახლივით ჩამოიშალა რადიკალების ეს ტყუილი ნარატივი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ არარსებულ ძალაზე საუბრობს, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებებს.

დავით მათიკაშვილის თქმით, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ როლი დღესაც კი საკმაოდ გავლენიანია შეერთებულ შტატებში და ის არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ დანარჩენ მსოფლიოზეც მოქმედებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტთან, ობამასთან და მოქმედ პრეზიდენტთან დაკავშირებით არსებული სკანდალი, რომელიც ფაქტობრივად გორდება დღეს შეერთებულ შტატებში, არის ამის პირდაპირი მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ როლი დღესაც კი საკმაოდ გავლენიანია შეერთებულ შტატებში და ის არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ დანარჩენ მსოფლიოზეც მოქმედებს.

ამიტომ, ბანქოს სახლივით ჩამოიშალა რადიკალების ეს ტყუილი ნარატივი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ არარსებულ ძალაზე საუბრობს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.