აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა - CNN
1738258998
ამ ფრაზითაც და მის გარეშეც სალომე ზურაბიშვილის მოღალატეობრივი საქმიანობა და მხარდაჭერა გლობალური ომის პარტიისა ისედაც კარგად არის ცნობილი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„მიხვდნენ, რომ ამ ღალატის კონსტატაციას თავისი შედეგები აუცილებლად მოჰყვებოდა და ეს ფრაზა შეცვალეს. რეალურად ამით არაფერი შეცვლილა. რას წარმოადგენენ მაკკეინის ინსტიტუტი და მისი კონკრეტული წარმომადგენლები საქართველოში ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ამ ფრაზითაც და მის გარეშეც სალომე ზურაბიშვილის მოღალატეობრივი საქმიანობა და მხარდაჭერა გლობალური ომის პარტიისა ისედაც კარგად არის ცნობილი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
გამოცემა The Hill-ის სტატიაში ზურაბიშვილის ციტატა საპირისპირო კონტექსტით ჩასწორდა. მსოფლიო პრესის წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი ქმედება კი ეჭვებს აჩენს თბილისში, მითუმეტეს, რომ ცვლილება ზურაბიშვილის გზავნილის მწვავე კრიტიკას მოჰყვა.