დავით მათიკაშვილი: სწორედ ამ ნეგატიური და მავნე გავლენების შესაკავებლად იყო გათვალისწინებული გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო

დავით მათიკაშვილი

სწორედ ამ ნეგატიური და მავნე გავლენების შესაკავებლად იყო გათვალისწინებული გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

„თქვენ კარგად გახსოვთ თუ რა დონის სიბინძურე, ტყუილი იქნა ამ ყველაფრის წინააღმდეგ სწორედ ამ „ენჯეოების“ და საელჩოების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების და პარლამენტის მიმართ გამოთქმული. ჩვენ ყველა ვაკვირდებოდით იმ მოვლენებს, რომლის პირდაპირ მიზანს სწორედ უკანონოდ და არალეგალურად ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენდა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მმართველი გუნდის შეფასებით, მდიდარი ენჯეოები მუშაობენ ქვეყნის სუვერენიტეტის შესუსტებაზე, ასევე პროპაგანდას უწევენ ანტიეროვნულ საკითხებს.