„შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა... შემოტრიალდა და...“ - ლევან ჯანგველაძის მკვლელმა დუმილი დაარღვია
1760358686
როგორც ჩანს, „შულავერის კომიტეტის“ გასვლითი სხდომა ეწყობა სტრასბურგში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „სამწუხაროდ, ამ ყველაფერს როგორც ჩანს აფინანსებს ევროკავშირი და მასში აქტიურად მონაწილეობს“.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის ყველას სათანადოდ პასუხი აუცილებლად გაეცემა, არ ისვენებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები ხალხზე, სახელმწიფოზე მოახდინონ ძალადობა, ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება, დააბრუნონ აგენტურა“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, აფინანსებს თუ არა ევროკავშირი სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებს, „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოს კითხვით მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება. 20-23 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება შეხვედრები, სპიკერები კი არიან, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ახობაძე, ნინო დოლიძე, შოთა დიღმელაშვილი და ანა ფოტიგა. დაგეგმილი დისკუსია უკვე შეფასდა სიძულვილისა და რადიკალიზაციის ღონისძიებად.