ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
„როგორ უნდა ნაწილდებოდეს ოჯახში პასუხისმგებლობა“? – ამ თემაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, მარინა კაჭარავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
ფსიქოლოგმა ყურადღება ოჯახში ქალის როლზე გაამახვილა:
„ქალი არის მზე ოჯახში, მზე რომ ჩაქრება, იმ ოჯახში ყველაფერი არეულ-დარეულია. ამიტომ მზეს აქვს ეს მიზიდულობა. შესაძლებელია განა იმიტომ, რომ მეტი მოეთხოვება, იმიტომ რომ ქალს მეტი შეუძლია, ქალს ძალიან ბევრი შეუძლია იმიტომ, რომ მულტიფუნქციონალურია. ქალს ძალიან ბევრი საქმის ერთად კეთება შეუძლია, მისი ტვინი ასეა მოწყობილი. მას შეუძლია ერთდროულად შვილსაც ქმარსაც მიხედოს, ტელევიზორში რა ხდება,მეზობელი რას ამბობს, ოჯახში როგორი მდგომარეობაა, სადილი გააკეთოს და ასეშემდეგ… მამაკაცს აქვს ერთ ამოცანიანი ტვინი. თუ მამაკაცი ერთ ამოცანაზეა ფიქსირებული,მას უჭირს გადაერთოს სხვა რამეზე. ამ დროს ხშირად ქალი ბრაზდება რომ „აი შენ მე არ მისმენ“, განა არ გისმენს, არ შეუძლია, რომ მოგისმინოს“, – ამბობს მარინა კაჭარავა.