„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
როგორც ევროკავშირიდან, ასევე ევროსაბჭოდან, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ცდილობენ, გააკვირვონ ქართული საზოგადოება და გააოცონ ქართველი ხალხი, უფრო მეტ ტყუილს, ცილისწამებას და თავდასხმის ახალ ფორმებს ვინ, რომელი უწყება, თუ კონკრეტული ევრობიეროკრატი მოიფიქრებს, მაგრამ ქართველ ხალხს ვეღარ გააკვირვებს, – ასე უპასუხა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რას უკავშირდება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი ანგარიშის მიღება საქართველოს შესახებ – ერთი კვირის წინ ევროპარლამენტში და ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ორივე დოკუმენტში კი პრაქტიკულად, იდენტური მოწოდებები, იდენტური წუხილები და შეშფოთებაა.
„მართლაც, იმდენი ზღვარს, ფსკერს დაშვებული ტყუილი და ცილისწამება გვაქვს ჩვენ ბოლო პერიოდის, მინიმუმ, ოთხი წლის განმავლობაში მოსმენილი, რომ გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის. ეს არის კიდევ ერთი აშკარა და ღია გამოხატულება იმისა, რომ შეუგუებლობა აქვთ მათ იქ, ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში იმ გადაწყვეტილების, რაც გააჩნია ქართველ ხალხს. არ მოსწონთ ეს გადაწყვეტილება, ამიტომ, არ ერიდებიან და წერენ ყოველგვარ ტყუილს იმ რეზოლუციებში, რომლებსაც კაპიკი აქვს ფასი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამას და შეიძლება, ეს ფრაზაც გაცვდა, რომ კაპიკი აქვს ფასი, მაგრამ ასეა და სხვანაირ შეფასებას ვერ მივცემთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ევროპარლამენტს, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ამ კონკრეტულ სტრუქტურას ნაკლებად უსმენენ და ეს კარგია, რომ ნაკლებად უსმენენ.
„უკვე ამდენს კადრულობენ, რომ ყოველგვარი დასაბუთების, ყოველგვარი არსებითი საფუძვლის გარეშე ცდილობენ, დათო, თამთა, გიორგი და ასე შემდეგ საქართველოში ისე კი არ მოიქცნენ, როგორც მათი ქვეყნის ინტერესებს აწყობს და როგორც საქართველოსთვის იქნება უკეთესი, არამედ მოიქცნენ ისე, როგორც აწყობთ მათ და ასე არ გამოვა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.