დავით მათიკაშვილი საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების გადატვირთვაზე: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ პარტნიორული ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო ნაყოფიერ საწყისზე აღდგეს - ახლა ყველაფერი აშშ-ს მხარესაა

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზადაა.

„ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ამისთვის არის ყველა წინაპირობა, არსებობს იდეოლოგიური და პოლიტიკური თანხვედრა ჩვენს ხელისუფლებასა და აშშ-ს შორის. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ პარტნიორული ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო, ნაყოფიერ საწყისზე აღდგეს. ახლა ყველაფერი აშშ-ს მხარესაა.

დღეს, ჩვენ მოვისმენთ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას ნიუ-იორკში, პრეზიდენტი მსოფლიო საზოგადოების წინაშე წარდგება ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციით, იმ მიღწევებითა და წარმატებებით, რაც საქართველოს გააჩნია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით დღეს გამოვა.