27 სექტემბრიდან N305 მარშრუტზე 18 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

18 მეტრიანი ავტობუსი

27 სექტემბრიდან N305 მარშრუტზე 18 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსებული მარშრუტი გაგრძელდება, რომელიც მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩიდან საბურთალოს მიმართულებით მოემსახურება და მოძრაობას თსუ-ს ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს.