„თუ გაჭრისას მტვრევადია, მასში დიდი რაოდენობით სახამებელია" - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ძეხვეულის შეძენისას

ძეხვეული

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ძეხვეულის შეძენისას, - ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო", ეკა გიგაური საუბრობს:

„ძეხვეული უნდა შევიძინოთ მაცივრიდან. უნდა შევაფასოთ ვიზუალურად - უნდა იყოს ერთგვაროვანი, არ უნდა ჰქონდეს ზედ გადმოსული ცხიმები, არ უნდა იყოს დასვრილი ზედმეტად, არ უნდა იყოს შებერილი (ამ დროს ეჭვი ჩნდება, ხომ არ დაიწყო შიგნით ფერმენტაცია). გაჭრისას თუ მტვრევადია პროდუქტი, უნდა ვიფიქროთ, რომ სახამებელია მასში. იმიტომ, რომ ხორცი ასეთი მარტივად მტვრევადი არ არის.  ყურადღება უნდა მივაქციოთ სურნელს, ასევე ფერს".