„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციებს გამოეხმაურა.
„ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ტექსტს - მგონი, წერტილ-მძიმესაც რომ არ ცვლიან, ისე იმეორებენ, ვხედავთ კვლავ გავეშებულ, უღირს თავდასხმას ქართველ ხალხზე. ყველაფერი მიზანმიმართულად ისევ იქითკენ არის გამსჭვალული, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა უარი თქვას დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე და აირჩიოს ის მიდგომები, სადაც ცალ ფეხზე დგომა ევროპული სტანდარტი ყოფილა; სადაც უღირსობა ღირსებადაა გამოცხადებული. ეს არ არის ის ღირებულებები, რისკენაც საქართველო მიილტვის, ევროკავშირისა და ევროსტრუქტურებისკენ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები.