კარგი სიახლე მერიისგან - ნახეთ, რომელი მიმართულებით დაემატა ახალი მარშრუტი
1771585722
დაუყოვნებლივ აღსრულება არის შეჩერებული და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ ქვეყანას არ დაეკისრება ეს მძიმე ხვედრი, მძიმე გადასახადი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ „ნამახვანჰესის“ საქმეზე ოთხასი მილიონი დოლარის გადახდის აღსრულების შეჩერებას.
„საქართველოს, მის ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ცალკეული ძალები - იგივე მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ის მაშინდელი ელჩი კელი დეგნანი, საია, სხვადასხვა აქტორები იყვნენ ჩართულნი ერთადერთი მიზნით, არ აშენებულიყო „ნამახვანჰესი“. სასამართლო დავა, მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ვიცით, რომ დაუყოვნებლივ აღსრულება არის შეჩერებული და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ ქვეყანას არ დაეკისრება ეს მძიმე ხვედრი, მძიმე გადასახადი. ეს არის პირდაპირ გამოწვეული ამ მავნებელი ქვეყნის და საქართველოს მოძულე ადამიანების ქმედებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.