„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.
„მოლდოვას მცდელობა, საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს, დაკარგოს დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლდოვის დღევანდელ ხელისუფლებას - პრეზიდენტი სანდუ იქნება თუ ასე შემდეგ, არანაირი ემოციური კავშირი არ გააჩნიათ მოლდოვასთან როგორც საკუთარ სამშობლოსთან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც ცნობილია, რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება.