მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ევროკომისია თავიდან ბოლომდე რომ სუბიექტურია, იმ ანგარიშში კარგად ჩანს, სადაც უკრაინასა და მოლდოვას შეგნებულად გამოუტოვეს ის პუნქტები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ამ ორი ქვეყნის მაღალკორუფციულ დონეს, სხვა ნეგატიურ საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა მათიკაშვილს ჰკითხეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე შეფასებები ამოიღო.
მათიკაშვილის თქმით, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ საბოლოო ანგარიშში არ ასახულიყო რეალური პრობლემატიკა და ევროკავშირის სუბიექტური მიდგომა.
„ჩვენ მათი დამოკიდებულება ვიცით. საქართველოს მიმართ დამოკიდებულება აქვთ აბსოლუტური ნეგატიური, თითიდან გამოწოვილი პრობლემებით დატვირთული სუბიექტური პოზიცია. ასეა, როცა მათ რაღაც აწყობთ და რაც უნდათ, იმას ამჩნევენ, ხოლო რაც მათ დამოკიდებულებას აშიშვლებს, იმას ვერ ხედავენ. მათი სუბიექტივიზმი ევროკავშირის მიმართ რეპუტაციას ანგრევს და სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია ისევ ამავე გზაზე დგას, რაც ანგარიშებში კარგად ჩანს. ევროსტრუქტურების მხრიდან არაერთგზის გვსმენია ზეწოლა და ძალმომრეობა საქართველოზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა