დავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატებზე: ცდილობენ, რომ ჩვეულებრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი გაასაღონ, როგორც რაიმე ფორმით პოლიტიკური დევნა

დავით მათიკაშვილი

ცდილობენ, რომ ჩვეულებრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი გაასაღონ, როგორც რაიმე ფორმით პოლიტიკური დევნა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ დებატებზე.

მისი თქმით, ევრობიუროკრატები ცდილობენ, რომ ტყუილი და ცილისწამება მოახვიონ ქართველ ხალხს, როგორც სიმართლე.

„ტყუილს და ცილისწამებას, თითიდან გამოწოვილი პრობლემების მცდელობას, რომ სიმართლედ შეასაღონ საზოგადოებას ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ჩვენ ევრობიუროკრატიიდან ვაწყდებით. არა და, არის ცალსახად გასაგები ის, რაც ხდება საქართველოში. იგივე, როდესაც ხდება ევროკავშირის ქვეყნებში და ადგილი აქვს დანაშაულის ჩადენას მაშინ არავინ არ აფასებს ამას პოლიტიკურ დევნად. საქართველოში, რადგანაც სურვილი არის საქართველოზე, ქართველ ხალხზე ზეწოლის, ცდილობენ, რომ ჩვეულებრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი გაასაღონ, როგორც რაიმე ფორმით პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. დაანონსებულია, რომ სხდომაზე გაკეთდება მოწოდება პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.