მოძრაობა დროებით შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732216117
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება, რომელიც გააგრძელებს თავის საქმიანობას, დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს. ეს არის მისი პრეროგატივა, - განაცხადა მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს გამორჩეულად კარგი და ყველა ღირსების მქონე ხელისუფლება.
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ახალი ხელისუფლებისთვის, ცხადია არის ირაკლი კობახიძე. ძალიან ღირსეული ლიდერი ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას და იგივე ღირსეული ლიდერი ეყოლება ამ პარლამენტის სხდომის ჩატარებისა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ.
ასევე, შალვა პაპუაშვილი გამორჩეული პარლამენტის თავმჯდომარეა. მისი როლი ხაზგასმით აღსანიშნავია. ძალიან შრომატევად საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით მუდმივად აკეთებს. ეს დასაფასებელია, ამიტომაც ის ის იქნება „ქართული ოცნებიდან“ დასახელებული პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, მას 300 ხმოსანი, პარლამენტისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ერთად აირჩევენ.
„რაც შეეხება კანდიდატს, არ ვიცით, ვინ იქნება. კანდიდატზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. რა თქმა უნდა, უმრავლესობის შიგნით აქტიური მსჯელობა იქნება, განხილვა და ცხადია, საზოგადოებას თავის დროულად ეცოდინება, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზებული პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.